logo
ENG



ოცნება კრიზისშია და ქვეყანა მის არაადეკვატურობას არ უნდა გადაყვეს - თეონა აქუბარდია

08 დეკ 201922:48
3 წუთის საკითხავი
 
5qeerw48w1u6ghk.jpg

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრას აფასებს. 

როგორც მან გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა, მმართველი გუნდი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვერ ხედავს, რაც თავის მხრივ მმართველ გუნდში არსებული კრიზისის მაჩვენებელია.

„ქვეყანა კრიზისში შეჰყავს ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ პრობლემას ვერ ხედავს დღევანდელი მმართველი გუნდი, რაც ისევ კრიზისის მაჩვენებელია. სამწუხაროდ, "ოცნებას" არაფერი დარჩა, გარდა იმისა, რომ ყველაფერი ოპოზიციას დააბრალოს - ომის დაწყებიდან დაწყებული, სიღარიბით დამთავრებული. მმართველი გუნდი არაადეკვატურია, მათ შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილიც. მისი ბოლო ინტერვიუ აბსოლუტურად აცდენილი იყო რეალობას. განსაკუთრებით იგრძნობა ეს ირაკლი კობახიძის განცხადებებში, რომელიც იყენებს სიძულვილის ენას ოპოზიციის მიმართ. მეორე მხრივ, ძალიან სასაცილო ვითარებაში არიან. შედიან დიალოგზე და ამბობენ, რომ მორჩა, მერე ისევ დიალოგზე მიდიან, ამბობენ არაკონსტიტუციურიაო და ისევ უწევთ განხილვა. ამას ფონად მისდევს დასავლურ პრესაში კრიტიკა. მთავარი გზავნილი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არის ის, რომ დემოკრატია მნიშვნელოვანია და დაუშვებელია პოლარიზაცია. დღეს "ქართული ოცნება" ქვეყანაში არსებულ პრობლემას ვერ ხედავს. დასავლეთი დგას დემოკრატიის დაცვის სადარაჯოზე. სხვა არაფერი იყო დღევანდელო განცხადებები, გარდა იმ საზოგადოების მხარდაჭერის, რომელიც მოატყუა ივანიშვილმა. კრიზისშია ქართული ოცნება და მის არაადეკვატურობას არ უნდა გადაყვეს ქვეყანა“, - განაცხადა აქუბარდიამ.

 


close დახურვა