logo
ENG



ოცნება წევრებს კარგავს - უმრავლესობა სულ 9 დეპუტატმა დატოვა

15 ნოე 201908:13
3 წუთის საკითხავი
 
lxrzlq68obxtv0y.png

საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ რვა დეპუტატმა დატოვა. გიორგი ბეგაძემდე წასვლის გადაწყვეტილება მარიამ ჯაშმა მიიღო. პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ და ზაზა ხუციშვილმაც დატოვეს. საბოლოო ჯამში კი საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები 9 დეპუტატმა დატოვა. 

„ჩვენთვის ეს სამწუხაროა, მაგრამ სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა", - განაცხადა სხდომიდან გამოსულმა თამარ ჩუგოშვილმა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით, უმრავლესობიდან წამოსულმა დეპუტატებმა პრინციპული გადაწყვეტილება მიიღეს. მმართველი გუნდის კიდევ ერთი, უკვე ყოფილი წევრის მტკიცებით, მათ არანაირი სამოქმედო გეგმა არ აქვთ. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. 

 

 


close დახურვა