„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატებმა რომლებმაც, საკანონმდებლო ცვლილების პროექტის ჩავარდნის შემდეგ უმრავლესობის რიგები დატოვეს, ახალ ფრაქციას „დამოუკიდებელ დეპუტატებს“ ქმნიან. ამის შესახებ ინფორმაციას ლევან კობერიძე ავრცელებს.
მისი განცხადებით, ფრაქციის თავმჯდომარე ოცნების განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება.
ახალი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენლის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ახალი ფრაქცია არის ახალი დღის წესრიგით, ახალი ხედვით და მოქალაქეებისთვის რეალური შეთავაზებით.
„სამწუხაროდ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა, ეს ორპოლუსიანობა არის ძალიან დამაზიანებელი. ამიტომ ახალი ფრაქცია არის ახალი დღის წესრიგით, ახალი ხედვით და მოქალაქეებისთვის რეალური შეთავაზებით. რეალურ მომავალზე ორიენტირებული ფრაქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ფრაქციის წევრები იქნებიან: ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე.