logo
ENG



ოცნების "მშვიდობიანი მიდგომა" VS რეალობა

08 ნოე 202023:19
3 წუთის საკითხავი
 
6vvhvpynshpwvpr.png

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "მსვიდობიან პროტესტს სჭირდება სათანადო მიდგომა და ბუნებრივია, რომ ეს მიდგომა, რაც დავამკვიდრეთ 2012 წლიდან მოყოლებული მშვიდობიანი პროტესტის მიმართ, აუცილებლად იქნება შენარჩუნებული". 1 საათში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისულ აქციის მონაწილეებს წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა. მოგვიანებით კი, თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ადგილზე ცრემლმდენი გაზიც გამოიყენეს.


close დახურვა