"ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის წევრები და დეპუტატ იოსებ მაკრახიძის ახლობლები, სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.
სამოქალაქო აქტივისტები გორში კამპანიის - "ამხილე ფეოდალი მაჟრიტარი" ფარგლებში ჩავიდნენ და მოსახლეობას სწორედ მაჟორიტარ მაკრახიძის კორუფციული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ. მაკრახიძე ერთ-ერთი დეპუტატია, რომელმაც პროპორციული სისტემა ჩააგდო. ტენდერებში მისი კომპანიების მონაწილეობასა და გამარჯვებას კი არაერთი ანტიკორუფციული კვლევა ადასტურებს.
„ფორმულას“ ინფორმაციით, დაპირისპირებაში ოცნების აგიტატორების მსგავსად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებიც მონაწილეობდნენ.
დაპირისპირების მიუხედავად, არცერთ ფაქტზე შს სამინისტროს წარმომადგენლებს რეაგირება არ მოუხდენიათ. სამოქალაქო აქტივისტები კი კამპანიის „ამხილე ფეოდალი მაჟრიტარი" გაგრძელებას, მომავალი კვირიდან სხვა რეგიონებშიც აპირებენ.