პროტესტი გრძელდება პარლამენტის შენობაში. სანამ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ, დეპუტატები შიმშილობას არ შეწყვეტენ. პარლამენტის შენობაში ოპოზიციონერებს მყოფ მოშიმშილეებს უკვე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სისუსტე დაეწყოთ.
საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე დიდი ხანია, ელენე ხოშტარია შიმშილობს. დროას ლიდერი 14 დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ოპოზიციონერს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა მედიასთან კომუნიკაცია უჭირს.