logo
ENG



ოცნების ოფისთან აქციაზე 3 პირი დააკავეს - ივანიშვილი დიპლომატიურ კორპუსს ხვდება

21 ნოე 201917:10
3 წუთის საკითხავი
 
x12lssmnroshvo3.jpg

"ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიურ კორპუსს ხვდება. შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები იმყოფებიან. ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია უკვე ყველასთვის ცნობილია. ისინი საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის ჩაგდებით იმედგაცრუებულები არიან.

კონსულტაციები მხარეებს შორის აქციის ფონზე მიმდინარეობს. ამ წუთებში ვითარება ძალიან დაძაბულია. აქციის ორგანიზატორები ცდილობენ დიპლომატიური კორპუსს მიაწვდინონ ხმა იმაზე, რომ რომ ივანიშვილმა არ შეასრულა დაპირება.  მოხდა რამდენიმე ინციდენტიც. მათ შორის სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს მოძრაობა "შეცვალეს" 3 აქტივისტი. ამ დროისთვის ცნობილია ორი დაკავებულის ვინაობა - ნიკუშა ფარულავა და ბექა პაპაშვილი. 

"ჩვენ მოვედით გასაპროტესტებლად. ვიდექით ტროტუარზე, რაც კადრებშიც ჩანს. პოლიციამ მოახდინა წევრების დაკავება სრულიად უკანონოდ, რათა არ დაგვენახა ვინ გაიარა",-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა წევრმა. 

დაკავებული 3 პირის შესახებ აქციის სხვა წევრებიც ჰყვებიან. მათი თქმით, მსგავსი ქმედება პირდაპირ ივანიშვილის დავალებაა. 

"ამ პოლიციელებს მიცემული აქვთ დავალება, რომ ელჩებმა არ გაიგონ ჩვენი პროტესტის შესახებ. ამიტომ გვიზღუდავენ მოძრაობის თავისუფლებას უკანონოდ. ჩვენ არაფრის გვეშინია. გამოვალთ უფრო მეტი სანამ არ დასრულდება ივანიშვილის გოშიები ამ ქვეყანაში,"-აღნიშნა აქციის წევრმა. 

როგორც მოძრაობა "შეცვალეს" ერთ-ერთი წევრი აღნიშნავს, პოლიცია გადაქცეულია ბიძინა ივანიშვილის პირად მცველად და ამიტომ უკანონო ქმედებებს სჩადის. 

"პოლიციელები ბიძინას გადაქცეული ჰყავს პირად მცველებად. გადაგვიარეს, წიხლები გვირტყეს და ამის კადრებიც გვაქვს. არ გვაქვს ინფორმაცია სად არიან დაკავებულები და არც იმას ამბობენ, რის საფუძველზე დააკავეს. გუშინ, ე.წ. სასამართლომ დააკავა 10 ადამიანი და ამას შეემატა ჩვენი მოძრაობის 3 აქტივისტი. არ ვიცი ამ რიცხვს სადამდე გაზრდიან, მარგამ ჩვენც გავიზრდებით,"- განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" ერთ-ერთმა აქტივისტმა. 

კიდევ ერთი აქციის წევრი "ფორმულასთან" ჰყვება, რომ ამ ეტაპზე უცნობია სად არიან დაკავებულები გადაყვანილი, უცნობია მათი დაკავების საფუძველიც. 

"ჯერჯერობით ვაზუსტებთ სად არიან ჩვენი მოძრაობის წევრები და განგვიმარტონ რის საფუძველზე მოხდა მათი დაკავება. ეს ჭირი, რომელიც აქაა განთავსებული და ეშინია საზოგადოებისთვის პასუხის გაცემის, აუცილებელად მოშორდება ამ ქვეყანას. აქ მოვედით იმისთვის, რომ გამოგვეხატა, როგორ მოხდა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა. ივანიშვილის ხუშტურებზე არ უნდა იაროს პოლიციამ თუ არ უნდა იყოს რუსული მილიცია,"-აღნიშა მოძრაობა "შეცვალეს" ერთ-ერთმა წევრმა.  

როგორც აქციაზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, ისინი დაშლას არ აპირებენ და ყველა გზით შეეცდებიან დიპლომატიურმა კორპუსმა მათი ხმა გაიგოს. 

"შევეცდებით ვიყოთ ბოლომდე, სანამ დიპლომატები აქ იქნებიან. ჩვენი მიზანია მათ გავაგონოთ ჩვენი ხმა და გაბრაზება ახლა უფრო გაიზარდა, რადგან უკანონოდ 3 ადამიანი დააპატიმრეს,"-აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა წევრმა. 

 


close დახურვა