logo
ENG



ოჯახებს, რომლებსაც შვილი შეეძინებათ, მთავრობა იპოთეკურ სესხს დაუსუბსიდირებს

25 ივნ 202115:45
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა
ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის ინიციატივით, ოჯახებს, რომლებსაც ბავშვი შეეძინებათ, იპოთეკური სესხს დაუსუბსიდირებენ. ამაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, ამ ინიციატივის უზრუნველყოფისთვის 300 მილიონ ლარზე მეტის მობილიზება მოხდება.

"ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება მოხდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 


close დახურვა