პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობისა და სხვა დანაშაულებისთვის ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. საქმე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განიხილებოდა. კაცი გენდერული ნიშნით ოჯახურ ძლადობაში, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის სისტემური ცემის, მუქარის, იძულებისა და სასამართლოს უპიტივცემულობაში იყო ბრალდებული.
უწყების ცნობთ, პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემურად სცემდა სცოლს, მათ შორის, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით.
"დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, მობილური ტელეფონით სარგებლობას, აკონტროლებდა ტელეფონში მიმოწერებს, შემავალ და გამავალ ზარებს და იმ მოტივით, რომ იყო მამაკაცი, მოითხოვდა მის უსიტყვოდ მორჩილებას. ბრალდებული მეუღლეს ჯანმრთელობის დაზიანებით და სხეულის დამახინჯებით ემუქრებოდა, თუკი ის მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინებდა", - აცხადებს პროკურატურა.
მათივე ინფორმაციით, 12 ოქტომბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ბრალდებულმა სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგლომლობის განხილვისას, გამოხატა სასამართლოს უპატივცემულობა და პროკურორს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.