logo
ENG



ო'ბრაიენი ოცნებას: დახმარების გადახედვის პროცესში ვართ - რეალური შედეგები იქნება

31 ივლ 202400:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/31/yul82om8pw4pe0f.jpg

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწმემ ჯეიმს ო'ბრაიენმა საქართველოზე დასმული კითხვის პასუხად თქვა, რომ ქართული ოცნება "რეალურ შედეგებს" უნდა ელოდოს.

მისი თქმით, "ძნელი გასარკვევია", რატომ აქცევს ქვეყანა ზურგს EU-სა და NATO-ს, რომელში გაწევრების სურვილიც თავად ჩაწერა კონსტიტუციაში. მისი თქმით, მთავრობა "ვერ შეცვლის წესებს, რომლებიც კლუბებში - NATO-სა და EU-ში გაწევრიანებისთვისაა საჭირო". 

"როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც სხვა მოსახლეობას ხედავენ, ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და NATO-სკენ თავის გზას. სინამდვილეში, ამ პარტიამ [ქართულმა ოცნებამ] ჩაწერა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი თავის კონსტიტუციაში, ახლა კი სხვა მიმართულებით მიდის. რატომ? ეს ცოტა ძნელი გასარკვევია.

ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ მკაფიოები, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს, რადგან საქართველო ითხოვს შეუერთდეს იმ კლუბებს, რომელთაგან ერთის წევრი ვართ, მეორე კი - ჩვენი მთავარი პარტნიორია. და ისინი ვერ შეცვლიან, ვერ გადაწერენ იმ წესებს, რომლებიც ამ კლუბებში გაწევრიანებისთვისაა საჭიროა.

ჩვენ, პირველ რიგში, საქართველოსთვის ჩვენი დახმარების გადახედვის პროცესში ვართ. ძალიან გვინდა, მხარი დავუჭიროთ ყველაფერს, რაც დაეხმარება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს - საპარლამენტო არჩევნები აქვთ, თუმცა ჩვენ გვინდა ნათლად ვუთხრათ ქართულ ოცნებას, რომ რეალური შედეგები იქნება. პენტაგონმა განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო წვრთნები, გავაგრძელებთ იმის გადახედვას, თუ რას ვაკეთებთ", - თქვა მან.


close დახურვა