logo
ENG



პაატა ზაქარეიშვილი: კორონავირუსის გამო, აფხაზეთში პანიკური ვითარებაა

29 მარ 202023:45
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ კორონავირუსის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რეგიონში ამ დროისთვის პანიკური ვითარებაა. მისი განმარტებით, ვინაიდან ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპს ე.წ. არჩევნები დაემთხვა, მოსახლეობა საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამდა, თუმცა ახლა აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა, გაუფრთხილებლობის გამო, ამ პერიოდში ვირუსის კერები გაჩენილიყო.

„აფხაზეთში ვითარება საკმაოდ პანიკურია. არჩევნებამდე არ ახსოვდათ კორონავირუსი, დაძაბული ვითარება იყო მაგრამ 22 მარტს, არჩევნების დღეს, რომელიც უკანონოა და საქართველოს კანომდებლობას არ შეესაბამება, ყველა აფხაზი გაოგნდა იმ უდარდელობით, თუ როგორ ჩატარდა კორონავირუსის კონტექსტიდან გამომდინარე არჩევნები. დიდი ხნის უნახავი ადამიანები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, კოცნიდნენ, დიდხანს არ იშლებოდნენ. ახლა ყველას ჰგონია, რომ იმ დღეებში, შეიძლება ვირუსის გავრცელების რაღაც კერები განვითარდა და ელოდებიან, რომ ეს ყველაფერი ახლა იჩენს თავს, ამიტომაც ჩაიკეტნენ ყველანაირად“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება ფსოუს ე.წ. საზღვარზე რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით ავტომობილების გაზრდილ ნაკადს, ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ უმრავლესობა აფხაზეთის მცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც ქვეყანაში არჩევნებისთვის ბრუნდებოდნენ, თუმცა მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კარანტინის არ არსებობის გამო, რუსეთის მოქალაქეებიც შევიდნენ.

„აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც არჩევნებისთვის ჩამოდიოდნენ იყვნენ ბევრი მათგანი სოჭში და კრასნოდარის მხარეში. ამიტომ ხშირად დადიან ხოლმე. ბევრი მათგანი არჩევნების დღეს მოდიოდა სამშობლოში რათა მონაწილეობა მიეღოთ. ამავე დროს, დაფიქსირდა რუსების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ან მოსკოვში მიდიოდნენ თურქეთიდან და კრასნოდარის მხარეში ჩარჩნენ, და არ უნდოდათ იქ დაბრუნება სადაც უკვე კარანტინი იყო, გაგონილი ჰქონდათ რომ აფხაზეთში კარანტინი არაა და ცოტა ხნით გავჩერდები აფხაზეთშიო. გარკვეული რაოდენობა რუსების შევიდა სწორედ ამ დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


close დახურვა