logo
ENG



პაატა იმნაძე: ეპიდემიის საფრთხე არ არის

27 დეკ 201911:11
3 წუთის საკითხავი
 

ეპიდემიის საფრთხე ქვეყანაში არ არსებობს - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. მისი თქმით, კლინიკები თითქმის ცარიელია და მხოლოდ ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებებია გადატვირთული.

"არ არის ეპიდემიის საფრთხე. მოზრდილების საავადმყოფოები თითქმის ცარიელია. ბავშვების კლინიკებია გადატვირთული. რაც შეეხება ვაქცინას, ის სავალდებულო არ არის, თუმცა რეკომენდირებულია. ვაქცინის რაოდენობა კი სახელმწიფოს აღარ შემოაქვს. ეს უკვე კერძო ბიზნესის პრობლემაა თუ სათანადო რაოდენობა არ არის. რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, მათ გვიან მიმართეს სამედიცინო დაწესებულებებს და ამიტომ დადგა ეს შემთხვევა. ამ ეტაპზე ძირითადად ბ ტიპის ვირუსია გავრცელებული",-აცხადებს იმნაძე. 

 


close დახურვა