logo
ENG



პაატა იმნაძე: ლუგარის ცენტრის გახსნისთვის სააკაშვილისთვის მადლობა არ გადამიხდია

26 მარ 202016:49
3 წუთის საკითხავი
 
unn26z8zezgahft.png

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის მიხედვითაც მან მიხეილ სააკაშვილს ლუგარის ლაბორატორიის ცენტრის გახსნისთვის, მადლობა მიხეილ სააკაშვილს გადაუხადა.

მისი განცხადებით, მას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. რაც შეეხება ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბებას, იმნაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ლუგარის ცენტრის აშენებასთან დაკავშირებით შევარდნაძის ხელისუფლების დროს იქნა მიღებული, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უკვე ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომ ეს პროექტი დასრულებულიყო.

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ პროცესში კახა ბენდუქიძეც იყო ჩართული და მისი მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო.

„მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია. არ ვიცი ვინ სად რა ლენტი გაჭრა. კარგად ვიცი ისტორია ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების, ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს. ხელშეკრულებაზე ხელმოწერილი არის პირველად ედუარდ შევარდნაძის და ჰილარი კლინტონის, მეორე ხელმოწერაა საქართველოს თავდაცვის მინისტრების და შეერთებული შტატების. ეს მოხდა 2002 წელს. შემდგომ წლებში რა თქმა უნდა იმ მთავრობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა პროექტის გაგრძელებაში. გადაწყვეტილება მიღებული იყო 2002 წელს. სხვათაშორის კახა ბენდუქიძეც ჩართული იყო ამ პროცესში“, - აცხადებს იმნაძე.


close დახურვა