"ჯანრმთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეწუხებულია ამ ფაქტით, რომ სტიგმა და დისკრიმინაცია ჩინეთის მიმართ ასე გავრცელდა. სამწუხაროდ აღნიშნული საქართველოშიც გაჩნდა და გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ",- ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულებას კორონავირუსის მიმართ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარია სიფრთხილე და ფხიზლად ყოფნა, თუმცა ეს არ გულისხმობს კონკრეტული ადამიენბის ჯგუფის დისკრიმინაციას.
რაც შეეხება ვირუსის განკურნებას, ჯერჯერობით საბოლოო ვერსია არ არსებობს.
"ვირუსი არის ერთი თვის. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. არის ვერსია, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია დაიცვას ამ ვირუსისგან, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ არ არის მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული. ოფიციალური მონაცემებით, ვიცით რომ 200 ადამიანია დაახლოებით გარდაცვილი და ამდენივე გამოჯანრთელებული. შესაბამისად, ვერ ვიტყვით რომ დაავადება განუკურნებელია",-აღნიშნა იმნაძემ.