logo
ENG



პაატა სილაგაძემ ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილს კითხვებს არ უპასუხა

23 ოქტ 201918:17
3 წუთის საკითხავი
 
ynh98xl1xb000dt.jpg

უვადო მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, დღეს პარლამენტში მოსმენაზე, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებს არ უპასუხა.

ორივე შემთხვევაში მან მიზეზად, კითხვის ავტორთა სუბიექტურობა დაასახელა.

ბესელია დაინტერესდა თუ რატომ არ ჰქონდა არცერთი გამამართლებელი განაჩენი სილაგაძეს, გოგიჩაიშვილმა კი ჰკითხა, თვლიდა თუ არა თავს კეთილსინდისიერ ადამიანად, რომელსაც აქვს მორალური უფლება სხვისი ბედი განსაჯოს.  

აღნიშნულ კამათს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მდინარაძე და აღნიშნა, რომ რაც არ უნდა კრიტიკული იყოს კითხვა, მოსამართლეობის კანდიდატისგან პასუხის არგაცემა, არასწორია.

„პროცესი რომელიც მიდის არის ძალიან კარგი და ამ პროცესში მოსამართლეობის კანდიდატის მხრიდან, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს კითხვა, ჩემი აზრით პასუხის არგაცემა, არასწორია,“ - აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სილაგაძის გვარი რამდენიმე გახმაურებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. მათ შორისაა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვება. ასევე სილაგაძე იყო  მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც 2015 წელს ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე უვადო პატიმრობა მისჯილი გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ციხეში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გვიჩიანი და ჩემია კი 2017 წელს უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

 

 


close დახურვა