logo
ENG



პალიტრანიუსის ოპერატორის ცემაში ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

17 მარ 202213:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/17/p0jvwpykio85zk8.jpg

პალიტრანიუსის ოპერატორის, ბექა მშვილდაძის ცემაში ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

მშვილდაძე 6 ივლისს, პარლამენტის წინ სცემეს, სადაც 5 ივლისის მოვლენების შემდეგ მდუმარე აქცია უნდა გამართულიყო.

5 ივლისს ალტ-ინფოსა და სხვა მოძალადე ჯგუფების მიერ თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დღემდე არც ერთი ორგანიზატორი არ დაუკავებია.


close დახურვა