logo
ENG



პანდემია მსოფლიოში

19 ნოე 202013:03
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატები კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა. გასული 12 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 170 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ მსხვერპლმა 250 ათასს გადააჭარბა. დაინფიცირების შემთხვევების მომატების გამო ნიუ იორკში დღეიდან სკოლები იხურება. 

რუსეთში ინფიცირებული მილიონ ცხრაასი ათასი ადამიანიდან ჰოსპიტალიზებული 221  ათასია. იმის გამო, რომ საავადმყოფოებში ადგილები აღარაა, საველე ჰოსპიტალები სპორტულ დარბაზებში იხსნება. ინფიცირებულებისთვის საგანგებოდ გადააკეთეს მოსკოვის მთავარი ყინულის მოედანიც. ხვალიდან შეზღუდვები შედის ძალაში პეტერბურგში.  სავაჭრო ცენტრებში იხურება საკვები ობიექტები, სხვადასხვა ღონისძიებაზე კი დარბაზის მხოლოდ 25 პროცენტის შევსება იქნება დაშვებული.

რიგია კოვიდ-ცენტრებთან საფრანგეთში. ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა, ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნა ჯერ არც განიხილება.

საშობაოდ განათდა ლონდონი, თუმცა ქალაქის ქუჩები ცარიელია. დახურულია ბარები და რესტორნები. ქვეყნის ხელისუფლება საშობაოდ შეზღუდვების შემსუბუქებას განიხილავს. შობის დღეებში ხუთი დღით შესაძლოა დახურულ სივრცეში ოჯახური შეკრებები ნებადართული გახდეს.

 


close დახურვა