ქართული სულისთვის უცხოა დაყოფა: რეალური და არარეალური. ის ერთდროულად ორივეში ცხოვრობს, - ამბობდა რეზო ესაძე. რეჟისორის გაცილების ბოლო კადრებიც სწორედ ასეთია.
ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი რეზო ესაძე 18 აპრილს გარდაიცვალა. 21 აპრილს კი ის მახათiს ახალ პანთეონში დაკრძალეს.
პანდემიის გამო რეზო ესაძის დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.