logo
ENG



პაპუაშვილი: რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ მამაცი ქართველების სიცოცხლე შეიწირა

20 მარ 202210:02
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ მამაცი ქართველების სიცოცხლე შეიწირა

ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისე ჯარისკაცების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

"ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჩვენი მეგობრობა საუკუნოვანია და მჯერა, ის უფრო განმტკიცდება. სამწუხაროდ, ომი გრძელდება და მსხვერპლი იზრდება. რუსეთის აგრესიამ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი შეიწირა. ვიზიარებ დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახების და ახლობლების მწუხარებას". - წერს შალვა პაპუაშვილი. 

უკრაინაში 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 19 მარტს რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლისთვის ბრძოლაში მოკლეს ბახვა ჩიქობავა, 17 მარტს კი ირპინთან ბრძოლაში დაიღუპნენ დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. 

საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ უკრაინას, თუმცა, უარს ამბობს, ჩავიდეს კიევში მხარდაჭერის გამოსახატად, ასევე, უარს ამბობს, პარლამენტში მოუსმინოს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.  


close დახურვა