ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები. სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი...
გვთხოვენ, რომ იმ მარწყვისთვის რასაც ქვია ვიზალიბერალიზაცია, უნდა შევიზღუდოთ ჩვენი სუვერენიტეტი და დავუშვათ, რომ ბრიუსელმა აქ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. კიდევ ერთხელ, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება.
