logo
ENG



პაპუაშვილი: ჩამოვედი კიევში ქართველ დეპუტატებთან ერთად, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას

16 აპრ 202213:42
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: ჩამოვედი კიევში ქართველ დეპუტატებთან ერთად, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას

საქართველოს დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტვიტერზე დაწერა: 

"ჩამოვედი კიევში ჩემს კოლეგა ქართველ დეპუტატებთან ერთად, რათა ჩამოვიტანო საქართველოს მესიჯი: ჩვენ ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, ქართველები დგანან უკრაინელების გვერდით". 

დელეგაციაში მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შედიან, გარდა ნაციონალური მოძრაობისა. 

ენმ-ის წევრები უკრაინაში 15 აპრილს ჩავიდნენ. კერძოდ, ქვეყანაში ჩავიდა ნიკა მელია, ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია. მათთან ერთად არის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.


close დახურვა