logo
ENG



პაპუაშვილი ზურაბიშვილის მიერ თინეიჯერების ცეკვის ვიდეოს გაზიარების გამო იმედგაცრუებულია

09 მარ 202318:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/09/f5jv4jd27v2zyx2.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ თინეიჯერების ცეკვის ვიდეოს გაზიარების გამო იმედგაცრუებულია. გუშინდელ აქციაზე, როცა სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა, გამაყრუებელი სირენის ფონზე ახალგაზრდები ცეკვავდნენ, ეს ვიდეო კი ზურაბიშვილმა პირად Facebook-ზე გააზიარა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს არაა ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტის პარლამენტის მიმართ უნდა ჰქონდეს.

"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობის, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა ის, როგორც "სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები". ეს სინერები, შეგახსენებთ, რომ იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები, ეს ნიშნავდა, რომ იქ იყო ძალადობა და ამიტომ პოლიციას უწევდა წესრიგის აღდგენა.

როდესაც ამას პრეზიდენტი მოიხსენიებს და რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინერეჯებისა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტის უნდა ჰქონდეს პარლამენტს მიმართ და მე, როგროც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, ამას ხაზი გავუსვა", - თქვა პაპუაშვილმა.


close დახურვა