წულუკიანის კარი სპორტსმენებისთვის დაკეტილია. პარამკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრების წევრების აქცია სამინისტროსთან - სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დაფინანსებას ითხოვენ. როგორც ამბობენ, საუბარია დაახლოებით 60 ათას ლარზე, რაც მგზავრობას მოხმარდება. ჩემპიონატი მაისში ბუდაპეშტშია დაგეგმილი. მკლავჭიდელების ცნობით, ისინი სამინისტრომ არც გასულ წელს დააფინანსა, მიზეზი უცნობია.