პარიზში მიმდინარე მაღალი მოდის კვირეულზე დიორის სახლმა ახალი კოლექცია წარადგინა. დიზაინერი მარია გრაცია კიური შეეცადა მაყურებლისთვის დარბაზში ძველ-ბერძნული ატმოსფერო შეექმნა.
დიორის მთავარმა მოდელიორმა საღამოს კაბებისთვის შესაბამისი სტილი შეარჩია და მოდელები გრძელ გაშვებულ თხელ კაბებში გამოაწყო.
ჩვენებას ცნობილი ვარსკვლავები უმა თურმანი და სიგურნი ვი-ვერი ესწრებოდნენ. მაღალი მოდის კვირეული წელიწადში ორჯერ ტარდება და ძირითადად დიზაინერთა ექსკლუზიურ კოსტიუმებს ეთმობა.