პარიზის მოდის კვირეულის პირველი ჩვენება კრისტიან დიორის მოდის სახლმა გამართა. ახალ კოლექციაზე მუშაობის დროს დიზაინერ მარია გრაცია კიურის შთაგონების წყარო 1970-იანი წლების სტილი და თინეიჯერობის პერიოდში იტალიასთან დაკავშირებული მოგონებები გახდა.
კოსტუმებში დომინირებდა ფოჩიანი კაბები, ზედები და კუბოკრული ქსოვილები, მთავარ აქსესუარებად კი დიზაინერმა თავსაბურავები და გვერდზე გადასაკიდი ჩანთები გამოიყენა.
ჩვენებას შოუ-ბიზნესის ცნობილი ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ, მათ შორის დემი მური და კარლა ბრუნი.