logo
ENG



პარლამენტთან გარდაბნის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლის, ჰამიდ სადიხლის ახლობლები შეიკრიბნენ

14 ოქტ 201920:00
3 წუთის საკითხავი
 
y91jkm3teo0m22v.jpeg

გარდაბნის რაიონის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლის, ჰამიდ სადიხლის ახლობლები პარლამენტის წინ იკრიბებიან. ისინი საქმის ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ. 

რამდენიმე კვირის წინ ჰამიდ სადიხლიმ სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა მისი ერთ-ერთი მოსწავლე გოგოს მოტაცების ფაქტი. მოსწავლე დაუბრუნდა სახლს და აგრძელებს სწავლას, თუმცა სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული პოსტის გამო, ჰამიდ სადიხლის ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს და ამის ამსახველი ვიდეომასალა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს. 

ამ საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს. 


close დახურვა