logo
ENG



პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი პიკეტირებულია - ვითარება პერიოდულად იძაბება

14 ნოე 201914:29
3 წუთის საკითხავი
 
x4q118q6hh8pw2d.png

პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი აქტივისტების მიერ არის პიკეტირებული. შენობის მარჯვენა შესასვლელთან ვითარება პერიოდულად იძაბება. პოლიციის დამატებითი ძალები არიან ადგილზე მობილიზებული. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ივნისის აქციების არც ერთი მოთხოვნა არ შესრულდა. 

"პროპორციული არჩევნების ჩატარებაა ჩვენი მოთხოვნაა. არც ერთი მოთხოვნა არ შეგვისრულეს, დაკავებულები ისევ ციხეში არიან, გიორგი გახარია არ გადააყენეს, პირიქით დააწინაურეს, და ბოლო მოთხოვნა იყო პროპორციული არჩევნები და ისიც ჩააგდეს. შევიკრიბებით პარლამენტის წინ. ასევე იმართება ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა. ეს უპრეცედენტო მოვლენაა, საქართველოს ისტორიაში. ჩვენი მთავარი მოთხოვნა საკონსტიტუციო ცვლილებებია," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

"ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების რაოდენობა მატულობს.

 


close დახურვა