პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე შრომის კოდექსის განხილვას ხმაური მოყვა. ერთმანეთს დეპუტატები ბექა ნაცვლიშვილი და აკაკი ზოიძე დაუპირისპირდნენ. ბექა ნაცვლვლიშვილის თქმით არსებული კანონებით ხელისუფლება მშრომელთა მდგომარეობას აუარესებს.
„აუარესებთ, მართლა აუარესებთ მშრომელთა მდგომარეობას იმ კანონებით ევროკავშირის გასახარებლად რომ იღებთ, ამიტომ ვერ მოგვარდა ვერცერთი დასაქმებულის მდგომარეობა და გაუმჯობესდა საქართველოში. 2013 წელს შრომის კოდექსში ცვლილებები, რომ შევიდა რომელიმეს მონაწილეობა მიღებული გაქვთ?! ამ კანონს რატო ვწერ იცით შრომის ინსპექციამ რომ გაიგოს რა არის შრომის ორგანიზების პრინციპები სამუშაო ადგილზე.“-განაცხადა ბექ ნაცვლიშვილმა.
აკაკი ზოიძე ბექა ნაცვლიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და სხდომაზე მას ტროცკისტი უწოდა.