პარლამენტის წინ, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავთან ერთად, მოძრაობის „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ კარავია გაშლილი, ამ ეტაპზე სიმშვიდეა.
„შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ წევრები 14 დეკემბერს დაგეგმილ „ქართული ოცნების“ აქციას შეუერთდებიან. ისინი მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბარს სთვაზობენ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, პარლამენტის წინ, მალხაზ მაჩალიკაშილის კარავში მყოფ პირებს, თავს უცნობი პირები დაესხნენ. სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.