პარლამენტის წინ მყოფი ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ მიემართებიან.
ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მიიღეს.
ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს. პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.