logo
ENG



პარლამენტმა ლევან ვარშალომიძეს დეპუტატის მანდატი, შესაძლოა, შეუწყვიტოს

13 ივლ 202215:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/13/lpw6k1hbhgq0rt1.jpg

პარლამენტმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ლევან ვარშალომიძეს დეპუტატის მანდატი, შესაძლოა, შეუწყვიტოს. მიზეზად არასაპატიო გაცდენები სახელდება.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს და ხალხს ემსახუროს". მისივე მტკიცებით, თითქმის 2 წელია, ვარშალომიძე პარლამენტში ერთხელაც არ გამოჩენილა.

ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს ხვალ, 14 ივლისის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, დასკვნას კი პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

თუ ვარშალომიძეს მანდატი შეუჩერდება, მას ვერავინ ჩაანაცვლეს, რადგან ნაციონალურ მოძრაობას სია ჩახსნილი აქვს.


close დახურვა