logo
ENG



პარლამენტმა მედიის აკრედიტაციის წესები შეცვალა - დარღვევებზე სანქციები მკაცრდება

08 ივნ 202621:52
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესში ცვლილებები შევიდა. "ოცნების: პარლამენტის ინფორმაციით, ახალი რეგულაციები ევროპარლამენტში მოქმედი პრაქტიკის მაგალითზე შემუშავდა.

ცვლილებების თანახმად, თუ აკრედიტებული ჟურნალისტი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს განმეორებით დაარღვევს, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შესაბამის მედიასაშუალებას შესაძლოა აკრედიტაცია ვადამდე გაუუქმდეს და აკრედიტაციის მოთხოვნის უფლება მაქსიმუმ ერთი წლით შეეზღუდოს. მსგავსი შეზღუდვა შეიძლება გავრცელდეს არააკრედიტებულ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებზეც.

ამასთან, აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლებს დაემატა შემთხვევა, როდესაც მედიასაშუალების საქმიანობა აღარ უკავშირდება პარლამენტის მუშაობის გაშუქებას.

ცვლილებებით ასევე განისაზღვრა, რომ ჟურნალისტები ვალდებული არიან პატივი სცენ პარლამენტის შენობაში მყოფი პირების ღირსებასა და პირად სივრცეს, ასევე გაუფრთხილდნენ პარლამენტის ქონებას.


close დახურვა