პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები ვერ აირჩია.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. ვერც ერთმა მათგანმა საჭირო 100 ხმა ვერ მიიღო.
თამარ ალფაიძეს არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი, ხოლო რევაზ ეგაძეს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა ხმა.
ამასთან, ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილნი იყვნენ გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე - ლევან ისაკაძე და ქრისტინე ქაჯაია. ვერც ერთმა მათგანმა საჭირო რაოდენობის მხარდაჭერა ვერ მიიღო.