საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პროპროციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ მხარი არ დაუჭირა.
პროექტი ითვალისწინებდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 3%-იანი ბარიერის და ბლოკების დაშვების პირობებში.
პარლამენტი კენჭს ასევე უყრის „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას ითვალისწინებს.