logo
ENG



პარლამენტში ელენე ხოშტარიას სტუდენტების ჯგუფი ხვდება

28 თებ 202017:12
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში ელენე ხოშტარიას სტუდენტების ჯგუფი ხვდება, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის მიერ საკანონმდებლო ორგანოში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ.

შეხვერა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კამათის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტები დაობდნენ იმაზე, თუ რატომ აირჩია ელენე ხოშტარიამ პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა, ისინი მოითხოვდნენ, რომ ხოშტარიას სტუდენტების წინაშე მოეხადა ბოდიში, რადგან ისინი შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს. სტუდენტების მეორე მოთხოვნაა ელენე ხოშტარიამ დეპუტატის მანდატი დატოვოს.

თავად დეპუტატი არ თვლის, რომ ვინმესთვის ბოდიში აქვს მოსახდელი. ხოშტარია სტუდენტებთან შესახვედრად ნებისმიერ დროს მზადაა.

„ეს აქციები, რომლებიც ტარდებოდა „ქართული ოცნების“ მიერ არის მართული. ამაზე მეტყველებს კონკრეტული სამხილები, რომლებიც არსებობს, იგივე საჯარო სამსახურში მომუშავე პირების მობილიზაცია. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოქალაქეები ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ. როდესაც მათ აქვთ სურვილი ცივილიზებულად საუბრის, მე ვარ ღია ამ საუბრებისთვის“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენების პარალელურად პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაჟღერდა, რომელიც დარბაზში შესვლის მცდელობის დროს ოპოზიციამ ჩართო. 


close დახურვა