logo
ENG



პარლამენტში ინტერპელაციის პროცესი ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა

29 მაი 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა ინტერპელაციის პირველი რაუნდი. ნაციონალური მოძრაობის მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებს პრემიერი ხისტი პოზიციით და ბრალდებებით პასუხობდა. აქტუალური იყო დღეს 9 წლიანი მმართველობა. ოპონენტების მიერ ანტიკრიზისული გეგმის ხარვეზებზე მითითებას პრემიერის მხრიდან სწორედ წარსულის გახსენება მოჰყვა.

პარლამენტში მისვლა პრემიერ-მინისტრს ერთ დღიანი ინტერვალით მოუწია. ამჯერად გიორგი გახარია ოპოზიციამ საკუთარ კითხვებზე პასუხების გასაცემად დაიბარა. ინტერპელაციის მეთოდით შეკითხვების დასმა ნაციონალების ფრაქციამ დაიწყო. ფრაქციის თავმჯდომარემ მთავრობა უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისა და სამშენებლო სექტორის სუბსიდირების გამო გააკრიტიკა.

დეპუტატებმა პრემიერს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენეს და განსხვავებული აზრისმიუღებლობის გამო გააკრიტიკეს.

 


close დახურვა