logo
ENG



პარლამენტში მოვედი იმისთვის, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილება შევიტანოთ-ჟორჟოლიანი

18 ნოე 201911:27
3 წუთის საკითხავი
 
0awhpr338u67ep6.jpg

"ქართული ოცნების" დეპუტატის გია ჟორჟოლიანის განცხადებით ის ე.წ. გერმანულ მოდელს მხარს უჭერს. მისივე განცხადებით, ის მხარს უჭერს პროპორციულ არჩევნებს და პარლამენტში დღეს იმისათვის მივიდა, რომ ხელახლა შეიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებები და პარლამენტმა პროპორციული არჩევნები მიიღოს.

"მე მხარს ვუჭერდი და ვუჭერ პროპორციულ არჩევნებს. პარლამენტში მოვედი იმისთვის, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილება შევიტანოთ და მიიღოს პარლამენტმა პროპორციული არჩევნები. გამოსავალი არის შემდეგი, ხელახლა უნდა იქნას შეტანილი საკონსტიტუციო ცვლილება და ეს შეიძლება იქნას მიღებული,"- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. გია ჟორჟოლიანი მესამე დეპუტატია, რომელიც დილიდან იქ არ შეუშვეს. აქციის მონაწილეები მასაც, ისევე როგორც სხვა კანონმდებლებს, სდეხვდენენ სეძახილებით:"მოღალატე"!


close დახურვა