logo
ENG



პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებზე იმსჯელეს

25 ნოე 202220:39
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველის ასარჩევად ოპოზიცია და მმართველი პარტია მამუკა მდინარაძის კაბინეტში შეიკრიბა. პირველი რაუნდის შემდეგ კონკრეტიკა ცოტაა. შეხვედრის მონაწილე ოპოზიციონერებს გაუჩნდათ განცდა, რომ შესაძლოა, ოცნებამ სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მიერ მოწონებული კანდიდატები არ დაბლოკოს, ითქვა ისიც, რომ წინაპირობებს არავინ აყენებს. არადა ივანიშვილის გუნდმა შერჩევის პროცესამდე თქვა, რომ მხარს არ დაუჭერს იმ სამ კანდიდატს, რომელსაც ოპოზიციის ნდობის გარდა, ასევე ყველაზე მაღალი საკვალიფიკაციო ქულები აქვთ კონკურსში. 


close დახურვა