logo
ENG



პარლამენტში 20 ივნისს დაზარალებულთა კომპენსაციის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა

23 ივნ 202117:29
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/23/lbglbixvigb0u4z.jpg

ფრაქციებმა: ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის და შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა პარლამენტში 19-21 ივნისის  დაზარალებულთა საკითხზე კანონპროექტი დაარეგისტრირეს.

როგორც დეპუტატები აღნიშნავენ, მათ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში მნიშვნელობა დაზარალებულთა კომპენსირებისა და მათი ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხებს ენიჭება.

"ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საუბარი გვქონდა ყველა ფრაქციასთან თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვინც პარლამენტშია. დღეის მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციური ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები გვეთანხმებიან ამ ინიციატივაში და სავარაუდოდ, რა თმა უნდა მხარს, დაუჭერენ ამ ინიციატივას. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მათგან ამ ეტაპზე პასუხი არ გვაქვს", - გიორგი ვაშაძე

ვაშაძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს: აბსოლუტურად ყველა დაზარალებულის ერთჯერად კომპენსაციას; საპენსიო უზრუნველყოფას იმ დაზარალებულების, რომლებმაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს და სამედიცინო ხარჯების სრულ ანაზღაურებას სიცოცხლის ბოლომდე.


close დახურვა