ტელეკომპანია „ფორმულასა“ და ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ პირველი კვლევის შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში ყველაზე დადებითად მოსახლეობა „ნაციონალურ მოძრაობას“ აფასებს - 41% დადებითად, 59% უარყოფითად. მეორე ადგილს იკავებს „ლეიბორისტული პარტია“ - 40% დადებითად, 60% უარყოფითად. მმართველი პარტია რეიტინგში მესამე ადგილზეა - მას მოსახლეობის 38% აფასებს დადებითად, ხოლო 62% უარყოფითად.
სხვა პარტიების მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება:
„ევროპული საქართველო" და „თავისუფალი დემოკრატები“ - პოზიტიური 37%, ნეგატიური 63 %;
„ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა“ - პოზიტიური 37%, ნეგატიური 63%;
„პატრიოტთა ალიანსი“ - პოზიტიური 28%, ნეგატიური 72%;
ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“ - პოზიტიური 27%, ნეგატიური 73%;
დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ - პოზიტიური 26%, ნეგატიური 74%;
ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ - პოზიტიური 26%, ნეგატიური 74%
მოძრაობა „ლელო“ - პოზიტიური 25%, ნეგატიური 75%;
მეთოდოლოგია
„ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.