logo
ENG



პარტიის პრესსამსხური: ნინო ბურჯანაძეს არავისთვის ბოდიში არ მოუხდია

06 დეკ 201918:26
3 წუთის საკითხავი
 
1riwl3umy50uyp4.jpg

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას უარყოფს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარტიის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ბოდიში არავისთვის მოუხდია.

„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე. საუბრის თემა იყო ასევე ორ ქვეყანას შორის ავიამომოსვლის საკითხი.

სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის უგულვებელყოფა რამდენიმე გამოცემამ სცადა. რუსულ მედიაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ნინო ბურჯანაძემ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ბოდიში მოიხადა გავრილოვის ინცინდენტთან დაკავშირებით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნინო ბურჯანაძეს არავისთვის ბოდიში არ მოუხდია, მით უმეტეს გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით.

ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ყველა თავის გამოსვლაში, როგორც საქართველოში ასევე რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის აცხადებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა და ის საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა აღნიშნულ სავარძელში, სიტუაციის გამწვავებისას კი მთავრობამ სტუმრის დაცვაც ვერ უზრუნველჰყო. სწორედ ეს გაიმეორა ქალბნატონმა ნინომ კოსაჩოვთან შეხვედრისას - ფაქტს უწოდა სამწუხარო თუმცა მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსული საინფორმაციო სააგენტოს ТАСС-ის ინფორმაციით, ერთიანი დემოკრატიული - საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტისას განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში მოიხადა.


close დახურვა