logo
ENG



პარტნიორების გადაგდების მორიგი მცდელობა

20 მაი 202220:39
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნება პოლიტიკური სპექტრის გადაგდებას კიდევ ერთხელ გეგმავს. დაპირებული ცვლილებები კონსტიტუციაში აღარ შევა და საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5-დან 2 პროცენტამდე აღარ დაიწევს, რაც განსაკუთრებით პრობლემატური ხდება მრავალპარტიული პარლამენტის მიზნების მისაღწევად. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოცნება კოალიციური მმართველობის პერსპექტივამ შეაშინა. ეს ის ცვლილებაა, რომლის განხორციელებაზე უარის თქმა ოცნებამ დაპირებიდან მალევე სცადა და თქვა, რომ ბარიერი დაიწევს თუ ოპოზიცია კარგად მოიქცევა.


close დახურვა