მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე პუტინთან მჭიდროდ დაკავშირებული ოლიგარქ ივანიშვილის ხელშია - ასე ეხმაურებიან პროცესებს ბრიუსელიდან. ევროპარლამენტი იწყებს მობილიზებას, მესამე პრეზიდენტის ევროპულ ჰოსპიტალში გადაყვანის მიზნით. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის საკითხს სწავლობენ ევროკომისიაშიც, ადგილზე ყურადღებით ეცნობა ვითარებას ამერიკის საელჩო.