logo
ENG



პატიმარი ფიზიკური დაზიანებით - რა მოხდა ქუთაისის ციხეში

26 აგვ 202420:19
3 წუთის საკითხავი
 

კვლავ მძიმეა მსჯავრდადებულის მდგომარეობა, რომელიც ქუთაისის ნომერ მეორე საპატიმროში მის გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა. ახალგაზრდა კაცმა სწორედ ამ დაწესებულებაში შეყვანიდან ოთხ დღეში მიიღო დაზიანებები. თავდაპირველად დაზარალებულის ოჯახი ძალადობაში ბადრაგს ადანაშაულებდა და უნდობლობას უცხადებდა პენიტენციური სამსახურის ვერსიას თვითდაზიანების შესახებ. დღის ბოლოს კი ახლობლებს საკანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეო-კამერების ჩანაწერები აჩვენეს. 

 


close დახურვა