logo
ENG



პატრიარქის სტიქაროსანსა და მსახიობს, კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

10 ოქტ 202017:58
3 წუთის საკითხავი
 
89y71oblg90sch3.png

პატრიარქის სტიქაროსანსა და მსახიობს, კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც მიქიაშვილმა ფორმულას უთხრა, მისთვის ცნობილია ინფიცირების წყარო, ხოლო სასულიერო პირებთან კონტაქტი არ ჰქონია. 

მისივე თქმით, არ აქვს სერიოზული გართულებები, თუმცა, გუშინ ორმხრივი პნევმონია დაუდგინეს. 

"მას შემდეგ რაც დამიდგინდა და ვიცი წყაროც, გადავედი თვითიზოლაციაში, ჯერ სახლში და მერე სასტუმროში. მანამდეც არ მივსულვარ საპატრიარქოში და სამღვდელოებასთან კონტაქტები არ მქონია. სერიოზული გართულებები არ მქონია. მაქვს ორმხრივი პნევმონია, რომელიც გუშინ გამომივლინდა", - ამბობს მსახიობი. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 8252 ტესტი. გარდაიცვალა კიდევ 6 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 253. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 6 119 პაციენტი განიკურნა, ხოლო 78 გარდაიცვალა.


close დახურვა