logo
ENG



პატრიარქის წუთნახევრიანი შეგონება

03 ნოე 201920:06
3 წუთის საკითხავი
 
fqdi8asv1e86oqo.jpg

პატრიარქის გამოსვლა, რომელსაც სინოდის სკანდალური სხდომის შემდეგ ყველა ელოდა, წუთ-ნახევარს გაგრძელდა. ილია მეორემ თანადგომისათვის მადლობა მრევლს და სხვა რელიგიების წარმომადგენლებსაც გადაუხადა. პატრიარქს არ უხსენებია არც სინოდის სხდომა, არც მეუფე იაკობი და არც მეუფე პეტრე.

ხელისუფლებიდან სამებაში პატრიარქის მოსასმენად მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი მივიდა. ის დარწმუნებულია, რომ პატრიარქი შეურაცხყვეს, თუმცა ვინ - არ ამბობს. 

მეუფე პეტრეს მონასტერში განწესება იყო თემა, რომელზეც სხვადასხვა ეპარქიის მეუფეებს განმარტებების გაკეთება მოუხდათ. იმ შემთხვევაში, თუ მეუფე პეტრე შიომღვიმეში არ წავა, სინოდმა, შესაძლოა, მის განკვეთაზე იმსჯელოს. მომდევნო სინოდის სხდომის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. 

არც სამების საკათედრო ტაძარში და არც ბოდბეში საკვირაო წირვაზე არ გამოჩენილა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი. განიხილეს თუ არა სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობის განცხადებების შინაარსი, პატრიარქის გადაყენების სავარაუდო შეთქმულებაზე - ამ კითხვაზე პასუხი მეუფეებს ამ დრომდე არ აქვთ. 

საკვირაო წირვაზე რადიკალური მოსაზრებებით გამორჩეული პოლიტიკური ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. დღეს სამების საკათედრო ტაძარში სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული მრევლიც იყო. მათ სამების ტაძრიდან ილია მეორე ტაშით და შეძახილებით გააცილეს.

 


close დახურვა