logo
ENG



პატრიარქი: სუროგაციის აკრძალვა ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი

23 ნოე 202615:28
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/23/lamehyj1kyj3jnm.png

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ, ქადაგებისას საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გეგმაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ქვეყანაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

როგორც პატრიარქმა თქვა, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საპატრიარქოსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების საუბარი.

"ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ახლა არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ", - თქვა პატრიარქმა. 


close დახურვა