რუსეთის პატრიარქმა კირილმა საზოგადოებას მოუწოდა ილოცონ, რათა გლობალური ომი არ დაიწყოს. პატრიარქის განცხადებას სახელისუფლებო მედია რია ნოვოსტი ავრცელებს.
"მოგიწოდებთ ილოცოთ, რომ ღმერთმა დაიცვას რუსეთი შიდა და გარე მტრისგან და რომ არ დაიწყოს გლობალური ომი", - თქვა კირილმა.
მან ამ პერიოდს რუსეთისთვის "მძიმე, სახიფათო და საბედისწერო" უწოდა.