logo
ENG



პატრიოტთა ალიანსისა და ქართული მარშის ერთობლივი აქცია დაიწყო რესპუბლიკის მოედანზე

17 ნოე 201917:20
3 წუთის საკითხავი
 
xxe0hmzrrxdvlmf.jpg

„პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული მარშის“ ერთობლივი აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო. შეკრებილი საზოგადოება ითხოვს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებასა და აპროტესტებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, თუმცა ისინი არ უერთდებიან საერთო პროტესტს რუსთაველის გამზირზე.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აცხადებენ, პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას ისინი არ შეეგუებიან. ისინი პარლამენტში მცირე ცვლილებებით ისევ აპირებენ კანონპროექტის ინიცირებას.


close დახურვა