logo
ENG



პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ქართულ ოცნებას რევოლუციით ემუქრება

16 ოქტ 201918:09
3 წუთის საკითხავი
 
chqir8gz6m2hexp.jpg

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი "ქართულ ოცნებას" რევოლუციით ემუქრება.

როგორც ინაშვილმა განაცხადა, თუ ქართული ოცნება 2020 წლის არჩევნებზე 60%-ს დაიწერს, პატრიოტთა ალიანსი ხალხთან ერთად ქუჩაში გამოვა.

„ვეუბნები ქართულ ოცნებასაც, მის მმართველ ელიტას და ასევე ცალკეულ ლიდერებს, თუ თქვენ გაბედავთ და 2020 წლის არჩევნებზე 60%-ს დაიწერთ, სააკაშვილის და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს კი 20%-ს მისცემთ, ჩვენ, საქართველოს პატრიოტები, ქართველ ხალხთან ერთად, მოგიწყობთ ნამდვილ რევოლუციას,“ - განაცხადა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ქართული ოცნება 2020 წლის არჩევნებზე 45%-ს ვერ აიღებს, მას კოალიციის შექმნა გაუჭირდება. მოგვიანებით კობახიძემ მოსაზრება შეცვალა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე ქართული ოცნება 60%-ის აღებას გეგმავს, ოპოზიციურ პარტიებს კი 20-20%-ს უწინასწარმეტყველებს.

 


close დახურვა